ჟურნალის შესახებ
სამეცნიერო საინჟინრო საინფორმაციო ანალიზური რეფერირებადი „სამთო ჟურნალი“
„სამთო ჟურნალი“ გამოდის 1998 წლიდან. ჟურნალის პერიოდულობა წელიწადში 2 ნომერია. დღეისათვის გამოცემულია “სამთო ჟურნალის” 49 ნომერი.
ჟურნალი ინდექსირებულია სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ საინფორმაციო ბაზაში:
“სამთო ჟურნალს” მინიჭებული აქვს სერიული გამოცემების საერთაშორისო სტანდარტული ნომერი – ISSN 1512-407X (International Standard Serial Number).
“სამთო ჟურნალის” სტატიები რეფერირდება პოლითემატურ ქართულ რეფერატულ ჟურნალში (ქრჟ) ქართულ და ინგლისურ ენებზე.
2023 წლიდან “სამთო ჟურნალს“ მიენიჭა ციფრული ობიექტის იდენტიფიკატორი DOI (Digital Object Identifier) https://doi.org/10.36073/1512-407X, 2025 წლიდან – https://doi.org/10.36073/1512-407X/2025 . 2024 წლიდან DOI ენიჭება “სამთო ჟურნალში” გამოქვეყნებულ ყველა სამეცნიერო სტატიას.
2025 წლიდან “სამთო ჟურნალი” რეგისტრირებულია და მასში გამოქვეყნებული ყველა სტატია აისახება მაძიებელ სისტემაში − Google scholar.
“სამთო ჟურნალი” რეგისტრირებულია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ელექტრონული ბიბლიოთეკის ფონდში „ივერიელი“.



