დებულება

„დამტკიცებულია“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს სხდომაზე (ოქმი # , 21 მარტი 2025 წ.)

„დამტკიცებულია“ სსიპ გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს სხდომაზე (ოქმი# 10 , „31 ივლისი“, 2024 წ.) სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, აკადემიკოსი ლევან ჯაფარიძე

„სამთო ჟურნალი“-ს დებულება

„დამტკიცებულია“ ააიპ საქართველოს სამთო საზოგადოების (სსს) პრეზიდიუმის სხდომაზე (, „___“ „___________“, 2024 წ.) სსს -ის პრეზიდენტი, პროფესორი ირაკლი გუჯაბიძე

„დამტკიცებულია“ ააიპ საქართველოს სამთო მეცნიერებათა აკადემიის (სსმა) საერთო კრებაზე (ოქმი# 1 , „25 ივლისი“, 2024 წ.) სსმა -ის პრეზიდენტი, პროფესორი ნიკოლოზ ჩიხრაძე

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

  1. „სამთო ჟურნალი“ წარმოადგენს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სსიპ გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტის, საქართველოს სამთო საზოგადოების და ა(ა)იპ საქართველოს სამთო მეცნიერებათა აკადემიის მიერ დაფუძნებულ ღია პერიოდულ გამოცემას შემდეგი სამეცნიერო და ინფორმაციული მიმართულებებით:
  • სამთო ტექნოლოგიები
  • გეოლოგია
  • აფეთქების ტექნოლოგიები
  • შრომის უსაფრთხოება
  • სამთო საწარმოთა ნარჩენების მართვა, ეკოლოგია, გარემოს დაცვა
  • სამთო წარმოების ეკონომიკა
  • სამთო სამართალი
  • ქიმიური ტექნოლოგიები და მეტალურგია
  • სამთო საწარმოთა ტექნოლოგიური პროცესები დაავტომატიზაცია
  • გეოდეზია და მარკშეიდერია
  • სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავება
  • სამთო საწარმოთა ენერგეტიკული უზრუნველყოფა
  • სამთო მანქანები და დანადგარები
  • კადრების მომზადება
  • სასარგებლო წიაღისეულის საბადოთა გეოფიზიკა
  • მდგრადი განვითარება სამთო დარგში
  • სამთო კომპანიების სოციალური კორპორატიული პასუხისმგებლობა
  1. „სამთო ჟურნალს“ გააჩნია საკუთარი ვებგვერდი, სარედაქციო კოლეგია. ჟურნალი დამოუკიდებელად განსაზღვრავს სარედაქციო პოლიტიკას.
  2. ჟურნალი გამოიცემა როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული ფორმით;
  3. „სამთო ჟურნალი“ ორენოვანია. იგი გამოდის ქართულ და ინგლისურ ენებზე

მუხლი 2. „სამთო ჟურნალის“მიზნები

  1. „სამთო ჟურნალის“ მიზანია დარგის მეცნიერების განვითარების ხელშეწყობა, მეცნიერთა კვლევებისა და მიღწევების წარმოჩენა; მდგრადი განვითარების პრინციპების და მიზნების დანერგვა სამთო დარგში, სოციალური კორპორტიული პასუხისმგებლობის ხელშეწყობა და პოპულარიზაცია, ჟურნალში გამოქვეყნების გზით მათი ფართო საზოგადოებისათვის გაცნობა;
  2. „სამთო ჟურნალის““ იცავს სამეცნიერო პუბლიკაციების გამოქვეყნების ეთიკას; ჟურნალში არ ქვეყნდება პოლემიკური სტატიები;
  3. „სამთო ჟურნალში“ გამოქვეყნებულ სტატიებზე ვრცელდება ღია წვდომის პოლიტიკა, რაც გულისხმობს ვებგვერდზე მის საჯარო გავრცელებას, ასევე ბეჭდური ვერსიის ბიბლიოთეკებისათვის გადაცემას;
  4. სტატიის მეცნიერულ დონეზე პასუხისმგებელია ავტორი (ავტორები) და რეცენზენტები

მუხლი 3. სტატიის გამოქვეყნების წესი და პირობები

„სამთო ჟურნალში“ გამოსაქვეყნებელმა სტატიებმა უნდა დააკმაყოფილოს შემდეგ მოთხოვნები:

3.1. სტატია წარმოდგენილი უნდა იქნეს ქართულ და ინგლისურ ენებზე, არა უმეტეს 10 გვერდისა. სტატიას უნდა დაერთოს ანოტაციები ქართულ და ინგლისურ ენაზე არა ნაკლები 250 სიტყვისა. ერთ ავტორს შეუძლია წარმოადგინოს არა უმეტეს ორი სტატიისა.

3.2. შემოსულ სტატიას უნდა დაერთოს იმ დაწესებულების მიმართვა, სადაც ნაშრომი იქნა შესრულებული;

3.3. სტატია მიიღება ელექტრონული ვერსიის სახით შემდეგ მისამართზე:  miningjournal.ge@gmail.com

წარმოდგენილ მასალას უნდა ახლდეს აგრეთვე ინფორმაცია ავტორის (ავტორთა)  შესახებ – სამუშაო ადგილი, თანამდებობა, სამეცნიერო ხარისხი და წოდება, სამსახურის ან ბინის მისამართი, ტელეფონი და ელექტრონული ფოსტა (E-mail).

სტატიის სტრუქტურა

  1. სათაური;
  2. ავტორის (ავტორების) სრული სახელი და გვარი, სამუშაო ადგილი;
  3. ანოტაცია ქართულ/ინგლისურ ენაზე;
  4. საკვანძო სიტყვები;
  5. შესავალი;
  6. ძირითადი ნაწილი;
  7. დასკვნა;
  8. მადლიერება;
  9. ლიტერატურა;

სტატიის   ტექნიკური მახასიათებლები:

მასალა გამოსაქვეყნებლად  დაბეჭდილი   უნდა   იყოს  А4  ფორმატში  1 ინტერვალით.  სტატიის მოსამზადებლად გამოყენებული უნდა იქნეს ტექსტური რედაქტორი MS Word (doc ან docx), შრიფტი: ქართული –  Sylfaen, ზომა – 12, ინგლისური   –  Times New Roman,  ზომა  12. სტატიის ველები: ზედა – 2 სმ, ქვედა – 2 სმ, მარცხენა – 3 სმ, მარჯვენა – 1,5 სმ.

სათაური უნდა აიკრიფოს ასევე Sylfaen გამოყენებული შრიფტით (შრიფტის ზომა – 14) და გასწორდეს მარცხენა კიდეზე.

სტატიის მასალა წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი თანმიმდევრობით: უაკ – შრიფტის ზომა 14, ავტორთა გვარები და ინიციალები Sylfaen ასოებით, შრიფტი – გამუქებული, შრიფტის ზომა 12, კომპანიის/უნივერსიტეტის სახელი,  შრიფტის ზომა 11, ქვეყანა – სქელი გასწორება მარცხენა კიდესთან.

სტატიას უნდა ახლდეს ანოტაცია.  უნდა იყოს ქართულ და ინგლისურ ენებზე, რომლებიც არ წარმოადგენენ იმ ენას, რომელზეც სტატიაა დაწერილი. ანოტაცია მოკლედ უნდა აღწერდეს სტატიის საგანს და მასში აღწერილ ძირითად შედეგებს. ანოტაციის რეკომენდებული საშუალო მოცულობა შეადგენს 250 სიტყვამდე. შრიფტი – დახრილი, გამუქებული, გასწორება  ფურცლის მარცხენა და მარჯვენა კიდეებთან,  შრიფტის ზომა – 12.

საკვანძო სიტყვები (ქართულ, ინგლისურ ენებზე) – აუცილებელია და უნდა შეიცავდეს 6-10 სიტყვას. საკვანძო სიტყვები ერთმანეთისაგან გამოიყოფა მძიმით. მოყვანილი საკვანძო სიტყვები ზუსტად უნდა ასახავდნენ კვლევის საგნობრივ არსს.

სტატიის ტექსტი: შრიფტის ზომა – 12, ინტერვალი სტრიქონებს შორის – 1, აბზაცი – 1,25 სმ, დაფორმატება: გასწორება  ფურცლის მარცხენა და მარჯვენა კიდეებთან.

ფორმულები და მათემატიკური სიმბოლოები შესრულებული უნდა იყოს Microsoft Equation Editor-ში.

ცხრილები ტექსტში შესრულებული უნდა იყოს Microsoft Word რედაქტორში.

სურათები და გრაფიკული მასალა მოქცეული უნდა იყოს სამუშაო ველის ჩარჩოებში ტექსტში. წარწერები სურათებსა  და გრაფიკული მასალის ქვეშ გამუქებული, შრიფტით 11, ცენტრში გასწორებული, ინტერვალი – 1, სურათის დასახელების ბოლოს წერტილი არ ისმება.

გარდა ამისა       ცხრილები და ნახაზები წარმოდგენილი უნდა იყოს ცალ-ცალკე ფაილად, ნახაზები უნდა შესრულდეს TIFF, EPS, JPEG (არანაკლებ 300 dpi), ცხრილები: Word, Word Perfect, RTF.

ლიტერატურის გაფორმების სტილი:

„სამთო ჟურნალში“ გამოიყენება Numbered Style.

ტექსტში ციტირების ნომრები იწყება [1] – დან და გრძელდება ზრდადი თანმიმდევრობით მთელ ნაშრომში. ყოველი ნომერი უნდა იყოს ჩასმული კვადრატულ ფრჩხილებში წინადადების პუნქტუაციის შიგნით, ფრჩხილის წინ ინტერვალით.

ნიმუში: …მნიშვნელობაზე მეორე დიაპაზონში [16].

გამოყენებული ლიტერატრურა მოთავსებულია სტატიის ბოლოს წყაროების ციტირების თანმიმდევრობით, დანომრილი კვადრატულ ფრჩხილებში. შრიფტის ზომა 12. დაფორმატება: გასწორება ფურცლის მარცხენა და მარჯვენა კიდეებთან. უნდა შეიცავდეს ავტორის/ავტორთა გვარებსა და ინიციალებს, დასახელებას, მონაცემებს გამომცემლობის შესახებ, არაუმეტეს 15-20 მითითებული წყარო 8 გვერდიანი სტატიისათვის.

გამოყენებული ლიტერატურის გაფორმების ნიმუში:

გამოყენებული ლიტერატურა

[1] ნ. შეყრილაძე, ა. შეყილაძე, ო. კავთელაშვილი, მ. ბაღნაშვილი, ი. სამხარაძე, ს. მაღლაკელიძე, გუმბრის საბადოს გლაუკონიტიანი ქვიშების კვლევა გამდიდრე-ბადობაზე კონცენტრატის მიღების მიზნით. ”სამთო ჟურნალი”, #1(45), თბილისი, 2022, გვ. 26-31.

[2] Pitterson, K.E., The Early History of Circular Sliding Surfaces. Géotechnique, Vol. 5, 1955, pp. 275-296.

[3] Emelyanova E.P., Basic laws of landslide processes. Nedra, Moscow, 1972, 310 p.

მუხლი 4. ფარული რეცენზია

  1. სამეცნიერო სტატია ეგზავნება ფარულ რეცენზენტს.
  2. სტატიის დადებითად თუ უარყოფითად შეფასების შედეგი უნდა ეცნობოს ავტორს.
  3. სტატია გამოქვეყნდება იმ შემთხვევაში, თუ რეცენზენტი ნაშრომს დადგენილი კომპონენტების მიხედვით შეაფასებს დადებითად.
  4. რეცენზირება არის სრულიად ანონიმური.

მუხლი 5. პერიოდულობა

გამოცემის პერიოდულობა: არანაკლებ ორი ნომერი წელიწადში.